31. 05. 2019 წელი
წრის მუშაობის რეფლექსია
კომპიუტერი ადამიანის
ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. იგი გამოიყენება მათი საქმიანობის ყველა
სფეროში. 1-ლი სემესტრის განმავლობაში VI2 კლასის მოსწავლეებზე დაკვირვების შედეგად დავაფიქსირე
ყველა ის სირთულე და პრობლემური საკითხები, რომელიც ქონდათ მოსწავლეებს და გადავწყვიტე
მე-2 სემესტრიდან შემექმნა ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში წრე „კომპიუტერების
ეპოქა.“
ინფორმაციულ და
საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში წრის შექმნის შესახებ ვესაუბრე როგორც მოსწავლეებს ასევე
მათ მშობლებს, გავაცანი საწრეო მუშაობის პროგრამა და მეცადინეობის ხანგრძლივობა. მეორე სემესტრიდან მოსწავლეებისა და მშობლების სურვილის
გათვალისწინებით ჩავრთე თოთხმეტი მოსწავლე. თითოეული წრის მეცადინეობის თემა გავწერე
მოსწავლეების საჭიროებიდან გამომდინარე, გავითვალისწინე პირველი სემესტრის განვლილი
მასალიდან რისი გადახედვა და გამეორება იყო საჭირო.
VI2 კლასის ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების
წრის თემების ჩამონათვალი იყო:
·
საწრეო მუშაობის
მიზნის და პროგრამის გაცნობა. ინფორმაციის ცნება, ინფორმაციის საზომი ერთეულები. Windous-10. ფაილი და საქაღალდე.
·
ტექსტური რედაქტორი
Ms Word-ი
·
ტექსტური რედაქტორი
Ms Word-ის დაფორმატება. სურათის ჩასმა, ცხრილის
შექმნა და ინფორმაციის დაცვა Ms Word-ში.
·
კომენტარები,
სანიშნოები და ჰიპერბმული ტექსტურ რედაქტორ Ms Word-ში.
·
სქოლიო, სარჩევის
შექმნა და დოკუმენტის შენახვა სხვადასხვა ფორმატით.
·
დიაგრამები
Ms Word-ში. ობიექტის ჩასმა OLE ობიექტი.
·
საპრეზენტაციო
პროგრამა MS
PowerPoint-ი. სლაიდის შექმნა, სლაიდებზე მუშაობა, სურათის ჩასმა, ეფექტების და ანიმაციების დადება სლაიდის შენახვა.
·
სლაიდებზე მუშაობა.
ცხრილის ჩასმა სლაიდში.
·
დიაგრამები
MS PowerPoint-ში.
·
პრეზენტაციის
მოწყობა MS PowerPoint-ში.
·
ელექტრონული
ცხრილები MS
Excel-ი.
·
ფორმულები და
მუდმივი უჯრა MS Excel-ში.
·
ფუნქციები
MS Excel-ში.
·
ფუნქცია
COUNTIF.
·
მაკროსები
·
ინტერნეტი
·
ელექტრონული
ფოსტა GMAIL-ი.
·
ელექტრონული
ფოსტა GMAIL-ი. Drive
·
პრეზენტაციის
მოწყობა განვლილ მასალაზე და შეჯამება.
აღნიშნული თემები
წარიმართა ძალიან სახალისოდ და მონდომებით.
Ms Word-ის დოკუმენტში მუშაობისას განვიხილეთ Ms Word-ის პროგრამის ფანჯრის ელემენტები, ტექსტზე მუშაობის უნარ ჩვევები. განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ ტექსტის აკრეფისას თითების სწორად განლაგებას. გავეცანით ქართული შრიფტის მრავალფეროვნებას. მოსწავლეებმა აკრიფეს ტექსტი. ივარჯიშეს (Cut, Copy, Paste, Undo, Redo,) პრაქტიკულ გამოყენებაზე. გაიხსენეს ტექსტის შენახვა. ასევე განციხილეთ ცხელი კლავიშები: Ctrl+X, Ctrl+C, Ctrl+V. ჩავსვით ფიგურები, სურათები, შევქმენით ცხრილები. ვისწავლეთ აბზაცის დაფორმატება. დავაფორმატეთ ტექსტი. გავაკეთეთ სანიშნოები დავარქვით სანიშნოებს სახელები და ვისწავლეთ სანიშნოს გამოყენება და მისი წაშლა.
ასევე ვიმუშავეთ თუ როგორ შევქმნათ და როგორ გამოვიყენოთ ჰიპერბმული. გავაკეთეთ ჰიპერბმული ფაილებზე, სხვადასხვა დოკუმენტები ერთმანეთთან დავაკავშირეთ ჰიპერბმულის გამოყენებით. ასევე განვიხილეთ თუ როგორ გამოვიყენოთ OLE ობიექტი. MS Word-ის დოკუმენტში გავაკეთეთ მოსაწვევი ბარათი OLE ობიექტის გამოყენებით.
წრის მეცადინეობაზე განვიხილეთ თუ რა არის საპრეზენტაციო პროგრამა MS Power Point-ი. ვისწავლეთ სლაიდების შექმნა, ახალი სლაიდის ჩასმა, ტექსტის შეტანა და სალიდის სურათებით გაფორმება, სლაიდის შენახვა. ჩავსვით ცხრილი. ვიმუშავეთ ცხრილში სვეტებისა და სტრიქონების ზომის შეცვლაზე, ცხრილში ტექსტის შეტანასა და რედაქტირებაზე, ცხრილის დიზაინის შეცვლაზე.ასევე ვიმუშავეთ ანიმაციებზე. მოვამზადეთ სლაიდი და მეცადინეობის ბოლოს მოვაწყვეთ მოსწავლეების მიერ შექმნილ სლაიდების პრეზენტაცია. მეცადინეობაზე ვიმუშავეთ დიაგრამებზე. თითოეულ მოსწავლეს ქონდა აღებული რაღაც თემა და ამ თემის გარშემო შექმნეს პრეზენტაცია. ააწყვეს სლაიდები დაადეს ანიმაციები შეარჩიეს დიზაინი და მეცადინეობის დასასრულს მოხდა მათ მიერ მომზადებული სლაიდების განხილვა-პრეზენტაცია.
პროგრამა Ms Excel-ში მუშაობა
დავიწყეთ მისი დავთრის განხილვით, Sheet1, Sheet2, Sheet3, ვისწავლეთ უჯრა, უჯრის მისამართი, სვეტი/სვეტები, სტრიქონი/სტრიქონები და ა. შ საკითხები. უჯრაში შევიტანეთ მონაცემები., მოვახდინეთ შეტანილი მონაცემების რედაქტირება.
Ms Excel-ის დავთარში. შევქმენით ცხრილი, შევიტანეთ მონაცემები და დავაფორმატეთ. ხოლო შემდეგ ვისწავლეთ ფორმულის საშუალებით არითმეტიკული მოქმედებების შესრულება.
წრის მეცადინეობაზე
განვიხილეთ ასევე თუ როგორ შეიძლება შევქმნათ მაკროსი. მაკროსი შევქმენით Developer ჩანართიდან. მოსწავლეებს ვასწავლე როგორ გამოეჩინათ Developer ჩანართი ოფისის ღილაკის Excel Options -იდან. ავუხსენი, რომ მაკროსების შექმნისას Developer მენიუს Code და Controls ჯგუფის ბრძანებები დაგვჭირდება. მაკროსის ჩაწერა ხდება Developer მენიუს Code ჯგუფის ღილაკზე Record Macro ღილაკზე დაჭერით. გამოტანილ ფანჯარაში მივუთითეთ მაკროსის სახელი და OK ღილაკზე დაჭერით შევინახეთ.
წრის მეცადინეობაზე მეტად საინტერესო თემას შევეხეთ. რა არის ინტერნეტი, რა არის ვებ-გვერდი და ვებ-საიტი, ვებ საიტის მისამართები, რა არის ინტერნეტ ბრაუზერი, რა არის სამისამართო სისტემა, რა არის საძიებო სისტემა, რა და რა საძიებო სისტემები ვიცით, როგორ მოვძებნოთ ინფორმაცია ინტერნეტში. ვისწავლეთ როგორ მოვძებნოთ და გადმოვწეროთ ინტერნეტიდან სურათები და სხვადასხვა ტექსტები.
ინტერნეტის განვითარებამ მოსწავლეებს გაუჩინა დიდი სურვილი ესარგებლათ ელექტრონული ფოსტით. ამიტომ შემდეგი სამი მეცადინეობა მთლიანად ეხებოდა ელექტრონულ ფასტას Gmail-ი. მეცადიდეობაზე ყველა მოსწავლეს შევაქმნევინე საკუთარი ელექტრონული ფოსტა Gmail-ში. დარეგისტრირების შემდეგ ვასწავლე თუ როგორ შევიდნენ ფოსტაში, როგორ გააგზავნონ წერილები და როგორ დაიმატონ მეგობრები.
ასევე ვისწავლეთ თუ როგორ მიაბან დოკუმენტი წერილს და როგორ გადაუგზავნონ ერთმანეთს. ასევე როგორ დაუბრუნონ პასუხი. ვისწავლეთ თუ სად შეგვიძლია ვნახოთ მიღებული წერილი და სად ვნახოთ გაგზავნილი წერილი.
მეცადინეობაზე ვისწავლეთ ასევე თუ როგორ შეიძლება რამოდენიმე ადრესატს ერთდროულად გავუგზავნოთ წერილი. კიდევ ერთხელ გავიხსენეთ სად ვნახოთ გაგზავნილი და მიღებული წერილები და ვისწავლეთ ფოსტაზე მიღებული წერილების, სურათების გადმოწერა, გადმოტანა საჭირო ადგილას.
მეცადინეობაზე ასევე ვილაპარაკეთ Drive-ს მნიშვნელობაზე. ვისწავლეთ თუ რა არის და რისთვის არის საჭირო Drive-ს ცოდნა. მოსწავლეებმა მათ მიერ შექმნილი დოკუმენტაცია ჩემი დახმარებით ატვირთეს Drive-ზე. ასევე ვასწავლე Folder-ის შექმნა Drive-ში. მასში დოკუმენტების შენახვა. ასევე ვისწავლეთ Drive-ში Google Docs-ის გახსნა და მასში აკრიფეს ტექსტი და ნახეს როგორ პირდაპირ მოხდა დოკუმენტის შეინახვა.
წრის ბოლო მეცადინეობაზე შევაჯამეთ ჩვენს მიერ განხილული საკითხები. გავაკეთეთ თითოეული მოსწავლის მიერ შექმნილი ნამუშევრების პრეზენტაცია. კიდევ ერთხელ შევაჯამეთ თუ რა იყო მეცადინეობაზე საინტერესო, წრის სამოქმედო გეგმა შედგენილი იყო თუ არა მოსწავლეების საჭიროებიდან გამომდინარე, მორგებული იყო თუ არა მოსწავლის ინტერესებს, და ეხმარათ თუ არა წრის მეცადინეობაზე განხილული საკითხები ცოდნის გაღრმავებაში, და. ა. შ. მეცადინეობის დასასრულს შევავსეთ ,,მოსწავლის გამოკითხვის ანკეტა." . წრის მეცადინეობამ კეთილგანწყობილ გარემოში ჩაიარა და მოსწავლეებმა შექმნეს მრავალფეროვანი რესურსები.
მოსწავლეებსა და
მშობლებს დავურიგე გამოკითხვის ანკეტა, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ ჩემ მიერ ჩატარებული
ინფორმაციული და საკომუნიკაციო წრის გაკვეთილები წარიმართა მოსწავლეთა ინტერესებისა
და შესაძლებლობების გათვალისწინებით. სასწავლო, გარემო იყო კეთილგანწყობილი და მიზანმიმართული.
ჩემი აზრით VI2 კლასის მოსწავლეებისათვის საწრეო მუშაობა მეტად ნაყოფიერი
გამოდგა, მათ აუმაღლდათ საკუთარი შესაძლებლობების, კომპიუტერის შესწავლის მოტივაცია
და საკუთარი თავის თვითშეფასების უნარი. ისწავლეს საოფისე პროგრამები, რომელსაც ყოველდღიურად
წარმატებით გამოიყენებებ გაკვეთილების მომზადების პროცესში. ჩემი მიზანიც ეს იყო. საწრეო მუშაობის მეცადინეობებზე
სააზროვნო უნარების განვითარების მიზნით გამოვიყენე სახალისო
სავარჯიშოები. საპრეზენტაციო
პროგრამა Power Point-ში
შევქმენით პრეზენტაციები და Ecxel-ის ცხრილებში გამოვითვალეთ და ავაგეთ დიაგრამები.
ჩემი აზრით ამგვარად
წარმართული პროცესი ესადაგებოდა კონსტრუქტივისტული გაკვეთილის პრინციპებს. კერძოდ იმას,
რომ სწავლა აქტიური პროცესია, მოსწავლე თავად იგებს ცოდნას, მასწავლებლის მიერ გადმოცემული
ინფორმაციის საფუძველზე.
მიუხედავად იმისა,
რომ საწრეო მუშაობაზე მოსწავლეთა უმრავლესობამ შეძლო დასახული მიზნის მიღწევა, კარგი
იქნებოდა ზოგიერთი მეცადინეობისთვის დამეთმო ორი მეცადინეობა. მაგ: „ მაკროსები“- რითაც
შევძლებდი უკეთესი შედეგის მიღწევას.
წრის ხელმძღვანელი:
მაიკო
მაჩურიშვილი
2018/2019 სასწავლო წელი.
Comments
Post a Comment