27.02.2019 წელი
თემა: დიაგრამები MS Word-ში. ობიექტის ჩასმა OLE ობიექტი
საწრეო მუშაობისას მოსწავლეებმა იმუშავეს დიაგრამებზე. ისწავლეს თუ როგორ ააგონ დიაგრამა, როგორ შეიტანონ მონაცემები ცხრილში. მოიძიეს მასალა საქართველოს ყველაზე მაღალი მწვერვალებზე და ამ მონაცემებზე დაყრდნობით ააგეს დიაგრამა. ასევე იმუშავეს დიაგრამის ფერის შეცვლაზე, მონაცემების შეტანაზე დიაგრამაში და დიაგრამის სტილის შეცვლაზე.ასევე განვიხილეთ თუ როგორ გამოვიყენოთ OLE ობიექტი. MS Word-ის დოკუმენტში გავაკეთეთ მოსაწვევი ბარათი OLE ობიექტის გამოყენებით. მეცადინეობა გამოვიდა საკმაოდ დატვირთული და საინტერესო მოსწავლეებმა საკმაოდ ხალისიანად გაართვეს თავი მიცემულ დავალებას.




Comments
Post a Comment