Posts

Showing posts from April, 2019
Image
24. 04. 2019 წელი თემა: მაკროსები წრის მეცადინეობაზეგანვიხილეთ თუ როგორ შეიძლება შევქმნათ მაკროსი. მაკროსი შევქმენით Developer ჩანართიდან. ვასწავლე როგორ გამოეჩინათ  Developer ჩანართი ოფისის ღილაკის Excel Options -იდან. ავუხსენი, რომ მაკროსების შექმნისას Developer მენიუს Code და Controlsჯგუფის ბრძანებები დაგვჭირდება. მაკროსის ჩაწერა ხდება Developer მენიუს Code ჯგუფის ღილაკზე Record Macro ღილაკზე დაჭერით. გამოტანილ ფანჯარაში მივუთითეთ მაკროსის სახელი და OK ღილაკზე დაჭერით შევინახეთ. ამის შემდეგ Ms. Excel-ი დაიწყებს ამ მოქმედებების ჩაწერას. მოსწავლეებს დავავალე აეგოთ ცხრილი, რომელიც მაღაზიის გამყიდველს გამოთვლებს გაუმარტივებდა. რაოდენობის ჩაწერის შემთხვევაში ცხრილი გადახდილ თანხას აფიქსირებდა. მოსწავლეებს შევთავაზე  გაეთამაშებინათ ყიდვა-გაყიდვის სცენარი. მოსწავლეები დარწმუნდნენ, რომ ცხრილი გადასახდელ თანხას სწორად ითვლიდა.მეცადინეობა წარიმართა ძალიან სახალისოდ                            ...
Image
17. 04. 2019 წელი ფორმულები და მუდმივი უჯრა Ms Excel-ში წრის მეცადინეობაზე ვიმუშავეთ Ms Excel-ის დავთარში. შევქმენით ცხრილი, შევიტანეთ მონაცემები და დავაფორმატეთ. ხოლო შემდეგ ვისწავლეთ ფორმულის საშუალებით არითმეტიკული მოქმედებების შესრულება. გამოვითვალეთ ცხრილში შეტანილი X და Y -ის მნიშვნელობები ფორმულის გამოყენებით და გავავრცელეთ. ვისწავლეთ მუდმივი უჯრა და გამოთვლები მუდმივი უჯრის ფორმულის გამოყენებით. მეცადინეობა წარიმართა ძალიან ხალისიანად. მოსწავლეები დიდი მონდომებით და ხალისით ასრულებდნენ მიცემულ სამუშაოს. მეცადინეობაზე შედარება მოვახდინეთ თუ რა განსხვავებაა  Ms Excel-ის ცხრილსა და Ms Word-ის დოკუმენტში გაკეთებულ ცხრილს შორის. შევასრულეთ სხვადასხვა სახის გამოთვლები.
Image
10.04.2019 წელი თემა: ელექტრონული ცხრილები Ms EXCEL-ი განვიხილეთ პროგრამა  Ms Excel-ის დავთარი, Sheet1, Sheet2, Sheet3, უჯრა, უჯრის მისამართი, სვეტი/სვეტები, სტრიქონი/სტრიქონები და ა. შ საკითხები. უჯრაში შევიტანეთ მონაცემები., მოვახდინეთ შეტანილი მონაცემების რედაქტირება. შევქმენით Ms EXCEL-ში ცხრილი და ჩავწერეთ.ვივარჯიშეთ უჯრაში ჩაწერილი მონაცემების რედაქტირებაზე. ასევე გამოვყავით უჯრები და გავაფერადეთ სიტყვა COMPIUTER. შემდეგ კი ჩავწერეთ უჯრაში ფორმულა და ვიმუშავეთ ფორმულის გავრცელებაზე. როგორ გამოვთვალოთ სწრაფად? ეს იყო ერთ-ერთი სახალისო და საინტერესო მეცადინეობა, სადაც მოსწავლეები ხალისიანად და დიდი ინტერესით აკეთებდნენ დავალებებს.
Image
03.04.2019 წელი თემა: PowerPoint-ში მუშაობა და პრეზენტაციების ჩვენება. თითოეულ მოსწავლეს ქონდა აღებული რაღაც თემა და ამ თემის გარშემო შექმნეს პრეზენტაცია. ააწყვეს სლაიდები დაადეს ანიმაციები შეარჩიეს დიზაინი და მეცადინეობის დასასრულს მოხდა მათ მიერ მომზადებული სლაიდების განხილვა-პრეზენტაცია. მეცადინეობა იყო საკმაოდ აქტიური, სახალისო და შედეგიანი. მოსწავლეები მუშაობდნენ დამოუკიდებლად და ხალისიანად. მათ კიდევ ერთხელ შეაჯამეს თავიაანთი ცოდნა.