Posts

Showing posts from May, 2019
31. 05. 2019 წელი  წრის მუშაობის რეფლექსია კომპიუტერი ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. იგი გამოიყენება მათი საქმიანობის ყველა სფეროში. 1-ლი სემესტრის განმავლობაში VI 2 კლასის მოსწავლეებზე დაკვირვების შედეგად დავაფიქსირე ყველა ის სირთულე და პრობლემური საკითხები, რომელიც ქონდათ მოსწავლეებს და გადავწყვიტე მე-2 სემესტრიდან შემექმნა ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში წრე „კომპიუტერების ეპოქა.“ ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში წრის შექმნის შესახებ ვესაუბრე როგორც მოსწავლეებს ასევე მათ მშობლებს, გავაცანი საწრეო მუშაობის პროგრამა და მეცადინეობის ხანგრძლივობა.   მეორე სემესტრიდან მოსწავლეებისა და მშობლების სურვილის გათვალისწინებით ჩავრთე თოთხმეტი მოსწავლე. თითოეული წრის მეცადინეობის თემა გავწერე მოსწავლეების საჭიროებიდან გამომდინარე, გავითვალისწინე პირველი სემესტრის განვლილი მასალიდან რისი გადახედვა და გამეორება იყო საჭირო.    VI 2 კლასის ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების   წრის თემების ჩამონათვალი იყ...