17. 04. 2019 წელი
ფორმულები და მუდმივი უჯრა Ms Excel-ში
წრის მეცადინეობაზე ვიმუშავეთ Ms Excel-ის დავთარში. შევქმენით ცხრილი, შევიტანეთ მონაცემები და დავაფორმატეთ. ხოლო შემდეგ ვისწავლეთ ფორმულის საშუალებით არითმეტიკული მოქმედებების შესრულება. გამოვითვალეთ ცხრილში შეტანილი X და Y -ის მნიშვნელობები ფორმულის გამოყენებით და გავავრცელეთ. ვისწავლეთ მუდმივი უჯრა და გამოთვლები მუდმივი უჯრის ფორმულის გამოყენებით.მეცადინეობა წარიმართა ძალიან ხალისიანად. მოსწავლეები დიდი მონდომებით და ხალისით ასრულებდნენ მიცემულ სამუშაოს. მეცადინეობაზე შედარება მოვახდინეთ თუ რა განსხვავებაა Ms Excel-ის ცხრილსა და Ms Word-ის დოკუმენტში გაკეთებულ ცხრილს შორის. შევასრულეთ სხვადასხვა სახის გამოთვლები.


Comments
Post a Comment